Home
Category
TV Live Menu

"უნდა ვთქვათ სიმართლე, - ლარის კურსის ვარდნა არ არის გამოწვეული საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან"

5853f3109447d
BM.GE
16.12.16 18:00
1012
ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ლარის კურსის ვარდნას გარე ფაქტორებს უკავშირებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარე ფაქტორებში მოიაზრება დოლარის კურსის სიმყარე.

"ლარი კურსი არის პრობლემა რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, თუმცა უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ლარის კურსის ვარდნა არ არის გამოწვეული საქართველოში შიგნით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. გარე ფაქტორებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას დავინახავთ რომ დოლარი ასეთი მყარი და ასეთი ძლიერი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day