Home
Category
TV Live Menu

UNICEF: ბაღებში გადასახადის შემოღებამ, შესაძლოა, უთანასწორობა გააღრმავოს

5a40f3bb82d32
BM.GE
25.12.17 17:00
839
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევების თანახმად, მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების გაზრდილი მაჩვენებლებისა, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

UNICEF შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას.
„ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს.

კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა.

გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day