Home
Category
TV Live Menu

UniPAY კრიპტოვალუტების მომხმარებლებს მიმართავს

5a4fd66fba5ea
BM.GE
06.01.18 10:30
844
UniPAY უნიკოინის სერვისის ძირეულ განახლებაზე აცხადებს, რის საფუძველზეც უნიკოინის სერვისს დაემატება შემდეგი საფულეები: Bitcoin, BitcoinCash, Litecoin, Ripple, Etherium. აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად უნიფეი ეტაპობრივად მოახდენს სერვისის შეჩერებას და გადაწყობას ახალ გარემოზე.

„აღნიშნულიდან გამომდინარე უნიფეი აჩერებს უნიკოინის სერვისში წარმოდგენილი ბიტკოინის ანგარიშებზე მომსახურებას და მოგმართავთ თხოვნით რომ აღნიშნული ანგარიშები აღარ გამოიყენოთ თანხის მიღებისთვის.

უნიფეის სისტემაში მონიჭებული ბიტკოინის ანგარიშები ვალიდური იქნება მხოლოდ 2018 წლის 22 იანვრამდე. 22 იანვრის შემდგომ ძველ ბიტკოინის ანგარიშებზე უნიფეი არ მოახდენს თანხის მიღებას და დამუშავებას”, - განმარტავენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day