ავიაკომპანია United Airlines-ის კაპიტალი 750 მილიონი დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც "ზედმეტი მგზავრის" შესახებ ვიდეო გასაჯაროვდა. ვიდეოში ასახულია მგზავრი, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს კი ბორტიდან ის ძალით ჩაყავთ.
ვიდეოს გავრცელების დღეს, United Continental Holdings-ის ფასიანი ქაღალდები 4%-ით დაეცა.
მომხდარს ჩიკაგოს საავიაციო სამმართველო იძიებს. დაცვის ის წევრი, რომელმაც მგზავრს ბორტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა, სამსახურიდან დროებით დათხოვილია. United Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ მუნიოსმა ინციდენტს ’’სევდისმომგვრელი“ უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავიაკომპანია თანამშრომლის უხეშობისგან დაზარალდა. 2009 წელს United-is მუსიკოსი დეივ კეროლი კონცერტზე მიემგზავრებოდა, ავიაკომპანიამ კი მას ნებართვა არ მისცა 3500 აშშ დოლარის ღირებულების გიტარა ბორტზე აეტანა. როდესაც მუსიკოსმა ბარგი მიიღო, ინსტრუმენტი გატეხილი იყო. ავიაკომპანია მთელი წლის განმავლობაში დანაშაულს არ აღიარებდა. მართალია დეივმა ავიაკომპანიისგან კომპენსაცია ვერ მიიღო, მაგრამ მან სიმღერა United Breaks Guitars (United გიტარებს ტეხს), შექმნა.