Forbes- ის მონაცემებით, დღესდღეობით მსოფლიოში 2,043 მილიარდერი ცხოვრობს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 233 ადამიანით მეტია. პლანეტაზე ყველაზე მდიდარი ადამიანები 767 ტრილიონ აშშ დოლარს ფლობენ. მათგან დაახლოებით მეოთხედი (471) ევროპელია, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 208 უნივერსიტეტში სწავლობდნენ.
Business Insider-ის ანალიტიკოსებმა იმ უნივერსიტეტების სია შეადგინეს, სადაც ევროპელი მილიარდერების უმრავლესობა სწავლობდა. აღნიშნული რეიტინგის უნივერსიტეტებიდან სამი ევროპის გარეთ მდებარეობს.
წარმოგიდგენთ იმ უნივერსიტეტების ათეულს, რომლებიც გამოირჩევიან მილიარდერ კურსდამთავრებულთა სიმრავლით:
1.ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) - 17 მილიარდერი
2.სანქტ-გალენის უნივერსიტეტი (შვეიცარია) – 10 მილიარდერი
3.ლონდონის ეკონომიკის სკოლა (დიდი ბრიტანეთი) – 8 მილიარდერი
4.შვეიცარიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა ციურიხში (შვეიცარია) – 7 მილიარდერი
5. H.E.C. პარიზი (საფრანგეთი) – 6 მილიარდერი
6.ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი) – 6 მილიარდერი
7.ბიზნეს-სკოლა City University of London - Cass Business School (დიდი ბრიტანეთი) – 6 მილიარდერი
8.მილანის უნივერსიტეტი (იტალია) – 5 მილიარდერი
9.ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – 5 მილიარდერი
10. ციურიხის უნივერსიტეტი (შვეიცარია) – 5 მილიარდერი
აღსანიშნავია, რომ სიის ოცეული მოიცვა: კემბრიჯის უნივერსიტეტმა, სადაც 4 მილიარდერი სწავლობდა, ლონდონის იმპერიული კოლეჯი, რომელიც 4-მა მილიარდერმა დაამთავრა, კარლსრუის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი 4 მილიარდერი კურსდამთავრებულით, მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც ასევე 4 მილიარდერი სწავლობდა და სხვა.