Home
Category
TV Live Menu

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე შეასრულებს

5717afd42d9fa
BM.GE
20.04.16 20:34
1380
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
 
უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ლადო პაპავამ გადადგომის შესახებ გასულ თვეს განაცხადა.

დარეჯან თვალთვაძე ფილოლოგიის დოქტორია. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის თანამდებობა უკავია.

Subscribe to our news

Get the main news of the day