Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უორენ ბაფეტი დღეში 5 ქილა კოკა-კოლას სვამს

BM.GE
16.02.21 09:35
413
"მე არ მინახავს მტკიცებულება, რომელიც დამარწმუნებდა, რომ წყლისა და ბროკოლის მიღების შემდეგ 100 წელს უფრო ადვილად მივაღწევ", - ეს უორენ ბაფეტმა 85 წლისამ თქვა და მტკიცებულება სულ რიცხვებში დაითვალა. 85 წლის ბაფეტი 2016 წელს იყო და მას შემდეგ კოკა კოლას დალევაც გააგრძელა და დღეში თითო ბურგერით თავის განებივრებაც. დვერ ხედავს საფრთხეს დღეში 3,500 კალორიის მიღებაში. მას ასევე განაცხადა, რომ ამერიკაში 100 წლის ასაკს საშუალოდ 10 000 მამაკაცი აღწევს, ქალებში კი ეს რიცხვი 45 000-ია. სტატისტიკის და ალბათობის გაუმჯობესებისთვის ბაფეტმა სქესის შეცვლის რჩევაც გასცა, თუმცა სურვილი სულ სხვა რამის აქვს.

"ჩემი სურვილია ტყუპის ცალი მყავდეს, რომელიც ჩემს მაგივრად შეჭამდა ბროკოლს და დალევდა წყალს, თუმცა კალორიებს ერთნაირად გავიყოფდით. ვთვლი, რომ კოკა-კოლა საოცარი პროდუქტია". ამერიკელმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ ის დღეში ხუთ ქილა კოკა-კოლას სვამს. როგორც მან იხუმრა, ამის მიზანი კორონავირუსის თავიდან არიდებაა.

ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ი კოკა-კოლის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია, ამიტომაცაა რომ ბაფეტი იშვიათად უშვებს ხელიდან შანსს, რომ კოკა-კოლას რეკლამა არ გაუკეთოს. ბაფეტი საკმაოდ ხშირად მიირთმევს McDonald’s-ის საუზმესაც, ასევე აღსანიშნავია, რომ ნაყინების მწარმოებელი Dairy Queen-ის ქსელს და ტკბილეულის მწარმოებელ See’s Candies-ის ფლობს. “89 წლის ვარ და ორ სხვადასხვა ექიმს აქვს ნათქვამი, რომ იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვიყავი“, – განუცხადა ბაფეტმა Yahoo Finance-ს.

ბაფეტი 2020 წლიდან აღარც იმის თქმას ერიდება საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველოს. „წელს 2,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებაა მოსალოდნელი და 89 წლის ასაკში საკმაოდ სავარაუდოა, რომ მათ შორის მეც ვიქნები“. 90 წელს მიღწეული ბაფეტის ცხოვრებაში ბევრი ძალიან ბევრი საინტერესო საქმე და გარიგება მოხვდა.



Subscribe to our news

Get the main news of the day