ფონდის Berkshire Hathaway დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა მიმდინარე წლის დასაწყისში 21 Century Fox-ის აქციების საკუთარი წილი გაყიდა.
ბაფეტმა წილის გაყიდვა მანამდე მოასწრო, სანამ აპრილში ტელეკომპანია Fox News-ში ბილ ო'რაილის 21 წლიანი კარიერა დასრულდებოდა.
აღნიშნული სკანდალის ფონზე 21st Century Fox-ის ფასიანი ქაღალდების ფასი დაახლოებით 14%-ით დაეცა, რაც Berkshire Hathaway-ის დაახლოებით 42 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.
ბაფეტი 21st Century Fox-ის დაახლოებით 9 მილიონი ფასიანი ქაღალდის მფლობელი იყო, რაც მარტის ბოლოსთვის დაახლოებით 290 მილიონ დოლარს შეადგენდა.
Berkshire Hathaway-ის წილი ვინ შეიძინა უცნობია.