Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უპასუხოდ დარჩენილი კლინიკები - რა გეგმა აქვს ჰოსპიტალურ სექტორს?

BM.GE
20.07.22 16:29
221
კლინიკების მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შესახვედრად მიცემული დრო დღეს ამოიწურა. ჯანდაცვის ასოციაცია აცხადებს, რომ სამინისტრო მათ წერილს არ გამოხმაურებია და შეხვედრაზეც ფაქტია, უარი მიიღეს. 100-მდე კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს წერილით 13 ივლისს მიმართა. ამ წერილით სამედიცინო სექტორი ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც აზარაშვილმა განაცხადა, რომ ტარიფების გადახედვას სამინისტრო არ გეგმავს, მაშინ როცა კლინიკებთან ფაქტობრივად შეთანხმებული იყო, რომ DRG-ის, ანუ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლამდე, რიგ სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფების ინდექსაცია მოხდებოდა. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წელს ამოქმედდა, სწორედ ამ დროიდან არის განსაზღვრული სამედიცინო სერვისების ტარიფები, თუმცა კლინიკების განცხადებით, დღეს ეს ტარიფები მათ ხარჯებს უკვე ვეღარ ფარავს. კლინიკებს პირადად არ შეხვდა, თუმცა ერთ-ერთი მედიაში სტუმრობისას აზარაშვილმა კლინიკებს საპასუხოდ უთხრა, რომ ტარიფების გადასახედად სამინისტროს მყარი არგუმენტაცია სჭირდება. რა მყარი არგუმენტები აქვს კლინიკებს?

სტუმარი: არჩილ ჩუხრუკიძე - საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day