Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უპრეცედენტო კრიზისი ფეროშენადნობების ბაზარზე - რა გეგმა აქვს ბიზნესს?

BM.GE
23.05.23 16:23
212
უპრეცედენტო კრიზისი ფეროშენადნობების ბაზარზე. აპრილში ექსპორტი მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 2.5 მლნ დოლარის ფეროშენადნობი გავიდა, მაშინ როდესაც იანვარში ექსპორტი 50 მლნ აღემატებოდა. რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. ექსპორტის კლებაზე გავლენას რუსეთის ბაზრის დახურვა და ფეროშენადნობების ფასების ვარდნა ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან რუსეთმა ქართველ მწარმოებლებს საბაჟო გადასახადი დაუწესა და ამით ბაზარი ფაქტობრივად დაუხურა, წელს 4 თვეში მთავარ ბაზრად მაინც რუსეთი რჩება - 45 მლნ დოლარით, მეორე ადგილზეა თურქეთი 18 მლნ, ხოლო მესამეზე აშშ, სადაც წელს 9 მილიონის პროდუქციაა გატანილი. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით 84 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 56.8%-ით ნაკლებია 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. რა ხდება სექტორში?

სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - საქართველოს ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day