უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, თბილისში მერიამ გაფრთხილება 216 სამშენებლო ობიექტს მისცა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გამოვლინდა 500-მდე ობიექტი, რომელიც მშენებლობას სახელმწიფო კუთვნილ მიწაზე უკანონოდ ახდენდა, სამართალწარმოება კი 270 ობიექტზეა დაწყებული.
„ქალაქის განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მერია მომავალ წელს აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ფართების დაკანონების კუთხით. დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად საკუთრებაში წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდება.