Home
Category
TV Live Menu
Loading data...

USAID - “ჯეო ჰოსპიტალსი" რეგიონებში სასწავლო ცენტრებს შექმნიან

BM.GE
03.11.22 11:36
211
რეგიონებში საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების ცენტრების დაფუძნების მიზნით, USAID-სა და ჯეო ჰოსპიტალსს შორის თანამშრომლობის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა. USAID-ის პროექტის დახმარებით, ჯეო ჰოსპიტალსი საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების ცენტრებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, კერძოდ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დააფუძნებს. Პროგრამა საწყის ეტაპზე ქირურგიული, პედიატრიული და ინტენსიური განყოფილებების ექთნების გადამზადებაზე იქნება ორიენტირებული, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ჯეო-ჰოსპიტალი მედიცინის სხვა დარგში მომუშავე ექთნების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. Პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 120 000 დოლარს შეადგენს, USAID-ის ხუთწლიანი პროექტის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის გაძლიერება და უმუშევრობის დონის შემცირებაა. 

USAID-ის დაფინანსებით ჯეო ჰოსპიტალი პარტნიორობით, მარნეულის "ჯეო-ჰოსპიტალს"-ის ბაზაზე შექმნილ სასწავლო ცენტრებში ექთნებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. დეფიციტული სამუშაო ძალის შესავსებად რა წვლილის შეტანა შეუძლია პროექტს პრობლემის გადაჭრაში და მეორეა ის რომ კვალიფიკაციის გაზრდასთან ერთად, პროექტი ექთნების სახელფასო ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა. 

სტუმარი: მაია ხომერიკი - "ჯეო ჰოსპიტალსის" საოპერაციო დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day