USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და Foresight Investment Group--ს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა
BM.GE
16.12.22 10:45
• 135
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და „ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეების მიზანი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაა, რაც ძირითადად, ამ დარგის შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი აქტივობების ერთობლივად განხორციელებას გულისხმობს. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“, ის ერთ-ერთი პირველი ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს კანონით მინიჭებული უფლება დააფუძნოს საინვესტიციო ფონდები, მოიზიდოს კაპიტალი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და განახორციელოს ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში.