Home
Category
TV Live Menu
Loading data...

USAID-ის მხარდაჭერით, საავიაციო უნივერსიტეტმა პროფესიული განათლების 2-წლიანი პროექტი დაიწყო

BM.GE
07.07.23 09:23
46
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა დევიდ ბლოოდმა მოაწერეს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და ასევე 2 არსებული პროგრამის პრაქტიკული კომპონენტების გაუმჯობესება. გარდა ამისა, პროგრამა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კიდევ უფრო განვითარებას უზრუნველყოფს. USAID-ისა და საავიაციო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ჯამური ინვესტიცია 701 000 დოლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day