Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#USAID სამოქალაქო მოძრაობის "გავიგუდეთ" ინიციატივას ხელს უწყობს

BM.GE
18.02.21 11:13
465
წლების განმავლობაში ამერიკის მთავრობა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობის ინიციატივებს ახალისებს და ხელს უწყობს. მოსახლეობისათვის ამ ინიციატივების გასაცნობად USAID საქართველო მოგვითხობს სამოქალაქო ჩართულობის მაგალითებზე და ისტორიებზე. ერთერთი ასეთი მაგალითია სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“. 2018 წლიდან მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად იბრძვის რუსთავში ჰაერის დაბინძურების შემცირებისათვის. რუსთავი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის კუთხით ერთერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ამის მთავარი მიზეზი ქალაქში არსებული 40-ზე მეტი საწარმოა, რომელთა დიდ ნაწილს ფილტრაციის გამართული სისტემა არ აქვს. ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსთავში ჰაერი მნიშვნელოვნად იყო დაბინძურებული. ამ პრობლემებზე ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და თანამოაზრეების მოზიდვის მიზნით, „გავიგუდეთ“ სხვადასხვა აქტივობას აორგანიზებს – ის აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, ავრცელებს ვიზუალურ მასალას (კლიპებს, პოსტერებს), აწყობს გამწვანების აქციებს, ატარებს საჯარო შეხვედრებს, მართავს საინფორმაციო ტურებს რუსთავის საწარმოო ზონებში და ა.შ.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day