„რადიო ქალაქის“ პროექტი იწყება. პანდემიამის გამო გადავადებული პროექტი აჭარა ჯგუფისა და USAID-ის თანამშრომლობით განხორციელდება და ამისთვის ახალი კომპანია D BLOCK-იც იმუშავებს, რომლის პრაზენტაციაც გუშინ შედგა. როგორი იქნება რადიოქალაქი და დაკორექტირდა თუ არა ინვესტორის თავდაპირველი გეგმები? "რადიო ქალაქის" პროექტის სხვადასხვა ფაზის განვითარებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, პროექტის ბიზნესმოდელი და ზოგადი დიზაინი შემუშავდა.
სტუმრები: დავით წიკლაური - "USAID საქართველოს" კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი;
ოთო ბერიშვილი - "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი