Home
Category
TV Live Menu

"უშიშარი გოგონა" Wall Street-ზე შესაძლოა კიდევ ერთი წლით დარჩეს

58e1161a67e30
BM.GE
02.04.17 19:16
1161
ქალთა საერთაშორისო დღეს, Wall Street-ზე, ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკების ხარის წინ "უშიშარი გოგონას“ ქანდაკება გამოჩნდა.

გოგოს ქანდაკება კომპანია State Street Global Advisors-ის ინიციატივით დაიდგა და კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის არარსებობის პრობლემას უსვამდა ხაზს.
ქანდაკებამ მალევე მიიპყრო ტურისტების ინტერესი, - ნიუ-იორკის მოსახლეობამ ქანდაკების დასაცავად ონლაინ პეტიციაც შექმნა და ქალაქის მერს მის სამუდამოდ Wall Street-ზე დატოვება სთხოვა.

თავდაპირველად გოგონას ქანდაკების Wall Street-ზე გაჩერება 2 აპრილამდე იგეგმებოდა, თუმცა ნიუ-იორკელი პოლიტიკოსების ნაწილი მის 1 წლით დატოვებას ემხრობა. შედეგად „უშიშარი გოგონა“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ ფინანსურ ცენტრში 2018 წლის თებერვლამდე დარჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day