Home
Category
TV Live Menu

უთანასწორობა ქალებსა და კაცებს შორის - UNFPA-ის კვლევა

59e9fcefb1ecf
BM.GE
20.10.17 17:39
801
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ქალთა 50% და მამაკაცთა 76% დასაქმებულია, უმუშევარი კი ქალების 6.2% და მამაკაცების 5%-ია.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 2008 წლიდან 2013 წლამდე სოციალური შემოსავლების უთანასწორობა 34 ქვეყანაში გაიზარდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დღესდღეობით არცერთ ქვეყანაში, ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები არ აქვთ.

კვლევამ 142 ქვეყანა მოიცვა. 68 ქვეყანაში, წინა წელთან შედარებით, გენდერული განსხვავებები გაზრდილია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიოს მასშტაბით ქალები მამაკაცების ანაზღაურების მხოლოდ 77%-ს ღებულობენ, ასევე მსოფლიოში ყოველი ხუთი ქალიდან სამს დეკრეტული შვებულებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა.

UNFPA-ის მიერ მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშით, თუკი უთანასწორობის პრობლემა სასწრაფოდ არ გადაიჭრება და „ღარიბი ქალი“ არ გაძლიერდება, შესაძლოა არაერთი სახელმწიფოს მშვიდობისა და განვითარების მიზნებს საფრთხე დაემუქროს. ფონდის რეკომენდაციის მიხედვით, აღნიშნული მიმართულებებით ჩამორჩენილ ქვეყნებზე ყურადღების გამახვილება და დროულად ზომების მიღება აუცილებელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day