Home
Category
TV Live Menu

უწერა-შოვის 15.2 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

5982db6dcfb90
BM.GE
03.08.17 12:09
784
ქუთაისი-ალპანა-მამისონის (126კმ-141კმ) უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც იწყება სოფელ უწერაში, კვეთს სოფელ გლოლას და მთვარდება კურორტ შოვში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული საავტონობილო გზა მდ.რიონის და ჭანჭახის გასწვრივ მთიან ტერიტორიას მიუყვება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 8 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება წყალგამტარი მილების, მიერთებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის სამუშაოები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 8 272 300 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანი დასაქმებული. სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day