საქართველოში ყავის იმპორტი წლიდან წლამდე მზარდია, რაც ყავაზე მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული. ქვეყანაში შემოსული ყავის მოცულობები კი მზარდია, თუმცა როგორც ჩანს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ყავის შეძენა მაინც უჭირთ. ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა იაფფასიანი და დაბალხარისხიანი ყავითაა გაჯერებული. მოწმდება თუ არა ქვეყანაში ყავის ხარისხი, ინახება თუ ყავის მარცვალი შესაბამის პირობებში და რამდენად აკეთებენ კვების ობიექტები სწორებას მაღალხარისხიან ყავაზე?