Home
Category
TV Live Menu

უზნაძის ქუჩაზე მდებარე შენობა ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა

5819b816d437d
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.16 13:50
1905
ხელისუფლებამ პროექტ "50 ქონება სასტუმროსთვის" პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოტანილი ნაგებობის გაყიდვა აუქციონზე ვერ შეძლო. საქმე ეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

აუქციონი ამ ლოტზე 12 ნოემბერს დაიწყო და გუშინ დასრულდა. ობიექტის საწყისი ფასი 800 ათას დოლარს შეადგენდა.

ობიექტის შეძენის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში მოწეყო მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ 100 - ნომრიან სასტუმროს და სხვა კომერციულ ფართებს.

ინვესტორი ვალდებულია ასევე მოაწყოს არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი და განახორციელოდ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ინვესტორის ვალდებულებაა ასევე 30 ადამიანის დასაქმება.

აღნიშნულ ლოტზე, სავარაუდოდ, განმეორებითი აუქციონი ჩატარდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day