ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაიწყო მწვანე თარგების რეკონსტრუქცია. მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, გამოფიტული მიწის ფენა ჩანაცვლდება ახალი განოყიერებული ფენით. პროექტით გათვალისწინებულია დეკორატიული სანათების დამონტაჟება, დაირგვება იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, დაიგება მწვანე საფარი.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურთან ერთად სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ მწვანე სახლი“. პროექტის საერთო ღირებულება 155 ათასი ლარია.