ვაჟა-ფშაველას სახელობის მუზეუმ-სამკითხველო შემოდგომაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება. როგორც საქმის კურსთან საუბარში გიორგი კეკელიძემ განაცხადა, ამ პროექტს კომპანია m2 დააფინანსებს და ხვალ შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდება. მუზეუმ-სამკითხველო მოიცავს: სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. m2 უკვე მეოცე კერძო კომპანიაა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება. ასევე შემოდგომაზე იგეგმება წიგნის და ქართული ანბან-შრიფტის მუზეუმების გახსნაც.
„ჩვენი მიზანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნაა. ამ ბიბლიოთეკაში კი ვაჟას უმთავრეს ადგილთაგანი უნდა ჰქონდეს“ - აცხადებს გიორგი კეკელიძე.