Home
Category
TV Live Menu

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ენერგეტიკის სამინისტრომ შპს "მზის ენერგიის კომპანიასთან" მემორანდუმი გაწყვიტა

58c151e77ad71
BM.GE
09.03.17 16:58
1290

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ენერგეტიკის სამინისტრომ შპს "მზის ენერგიის კომპანიასთან" მემორანდუმი გაწყვიტა. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ენერგეტიკის სამინისტროში განუმარტეს, კომპანიამ  მემორანდუმით გაფორმებული პირობები დაარღვია, კერძოდ, ვერ წარმოადგინა მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

უწყების ცნობით, შესაბამისად, მთავრობის განკარგულებით, მემორანდუმი შეწყვეტილია.

მემორანდუმის პირობებით, კომპანია Headwall Power  International-ის პარტნიორ "მზისენერგიის კომპანიასთან"ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა  და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალი 12 თვის განმავლობაში უნდა შეესწავლა.

მთავრობამ მემორანდუმი კომპანიასთან გასული წლის აპრილში გააფორმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day