Home
Category
TV Live Menu

"ვალდებული ვიყავი გამეხმოვანებინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური პრობლემები"

57ff431adab1f
BM.GE
13.10.16 12:05
1025
ინტერვიუ გაეროში საქართველოს ახლგაზრდა წარმომადგენელ თათია დოლიძესთან.

- თათია, რა იყო ის სიახლეები, რაც გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას და მას შემდეგ წარმოიშვა თქვენთვის, როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენლისთვის?

- სიტყვის გამოსვლის შემდე, ჩემთვის ალბათ ყველაზე პრიორიტეტული და უმნიშვნელოვანესი ის ღონისძიება იყო, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვგეგმავდი გაეროში და უნდა განმეხორციელებინა. დღეს გაიმართა ეს ღონისძიება, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ეს ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობას ეხებოდა და მის მნიშვნელობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

- რა იყო ამ წარმომადგენლობის მთავარი აქცენტები საქართველოს მხრიდან და რა გვაერთიანებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოსთან ერთად იყო წარმოდგენილი?

- მნიშვნელოვანია, როდესაც გაეროში გვერდითი ღონისძიება იმართება, რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობით გაკეთდეს. მე ავირჩიე თემად ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობა, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოდან საუკეთესო მაგალითად შემეძლო გამეტანა პროექტი ’’სტარტაპ საქართველო 2016“. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, რომ სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ მოგვბაძონ და აიღონ მაგალითი იმისა, სახელმწიფო დონეზე როგორ შეიძლება ხდებოდეს ინოვაციების მხარდაჭრის ინსტიტუციონალიზაცია. ფაქტობრივად ყველა კონტინენტი მოვიცავით. გვყავდა წარმომადგენლები, როგორც აფრიკიდან, ავსტრალიიდან, ასევე ლათინური ამერიკიდან და ევროპიდან. ესენი იყვნენ ახალგაზრდა დელეგატები, რომლებიც ამავდროულად ახალგაზრდა მეწარმეები არიან. მათ თავიანთი წარმატებული ისტორია გაგვიზიარეს, მაგრამ ასევე გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოები იყვნენ პანელისტებად წარმოდგენილები და საინტერესო დისკუსია გაიმართა.

- რამდენად ინოვაციურად ჩაითვალა სტარტაპების თემა, რომელიც თქვენ წარადგინეთ გაეროში?

- ახლა ყველაფერი, რაც გაეროში ტარდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისკენაა მიმართული და მითუმეტეს ახალგაზრდობის ჩართულობა. მე, როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელმა უნდა ვიზრუნო ახალგაზრდების ჩართულობაზე გაეროს განვითარების მიზნების მისაღწევად. წელს ზუსტად აქტუალურია ახალგაზრების სამეწარმეო საქმიანობა. გენერალურ მდივანს ახალგაზრდობის დესპანი ყავს და წლევანდელი მათი ყველაზე წარმატებული პროექტი სწორედ ის იყო, რომ 17 ახალგაზრდა ლიდერი გამოავლინეს, რომლებსაც თავიანთი სამეწარმეო საქმიანობით ხელი შეუწყეს სხვადასხვა სოციალურ სიკეთეებს.

- ამ შემთხვევაში რა სფეროებია დომინანტი თუ გაქვთ ინფორმაცია?

- საქმე ის არის, რომ სამეწარმეო საქმიანობა აქ არ არის წარმოდგენილი, როგორც მხოლოდ ბიზნეს იდეა, რომელიც ორიენტირებულია ფინანსური სარგებლის მოტანისაკენ, არამედ საზოგადოებრივი სარგებელი რომ შექმნას, იყოს როგორც ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული, ასევე სოციალური ინკლუზიისაკენ. მე თავად მეწარმე არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემის მიმართ დიდი ინტერესი მაქვს.

- გენერალურ მდივანთან თუ მოხეხდა პირადი შეხვედრა, რასაც გეგმავდით?

- ეს არ იყო მაინც და მაინც ჩემი პირადი შეხვედრა. ეს იყო ახალგაზრდობის წარმომადგენლების შეხვედრა გენერალურ მდივანთან. ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ იმ ყურადღებისთვის, რასაც ახალგაზრდობისთვის იჩენს. როდესაც ის მეორე ვადით აირჩიეს მის ხუთ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი სწორედ ახალგაზრდები იყო. ძალიან საინტერესო იყო ირლანდიის მისიის მიერ გამართული ღონისძიება, სადაც მე საშუალება მომეცა, რომ მედიაპროპაგანდაზე მესაუბრა. შევეხე რუსეთის მედიაპროპაგანდის თემას, რომელსაც გამოხმაურება მოყვა. ჩვენი მისიის საქმიანობის პორტფელი გაეროში ძალიან დიდია და რა თქმა უნდა, მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხება. ჩემს შემთხვევაში, როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ვალდებული ვიყავი და გავახმოვანე ის სოციალური პრობლემები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ ამით ნამდვილად არ შემოიფარგლება და მე მესმის, რომ ქართული საზოგადოებიდან დაინტერესება სწორედ ამ საკითხებმა გამოიწვია, მაგრამ თუნდაც იმ სიტყვაში ბევრ სხვა სოციალურ პრობლემატიკაზე იყო საუბარი და ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ სხვა საკითხებითაც ასეთი დაინტერესება და გამოხმაურება იქნება. ძალიან დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day