გამოცემა CNN Money იმ ვალუტებს ასახელებს, რომლებიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა. რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ეგვიპტური გირვანქა. მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის მცრავ რეჟიმში გაშვება გადაწვიტა, რის შედეგადაც მან დოლართან საკუთარი ღირებულების 59% დაკარგა.
ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს შორის მოხვდა ნიგერიული ნაირაც, რომელმაც წლის განმავლობაში თავისი ღირებულების 37% დაკარგა. ქვეყანაში სავალუტო კრიზისის მთავარ მიზეზად ნავთობზე შემცირებული ფასები სახელდება. მესამე ადგილს იკავებს თურქული ლირა, რომელიც 18%-ით გაუფასურდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის მეორე დღესვე ადგილობრივი ვალუტა 6%-ით გაუფასურდა, ამას დაემატა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუარესებაც.
წლის განმავლობაში 17%-ით დაეცა არგენტინული პესოს ღირებულება. ქვეყანისთვის ერთ-ერთ გამოწვევად ინფლაცია რჩება, რომელმაც 40%-ს მიაღწია.
წარუმატებელი აღმოჩნდა წელი ბრიტანული ფუნტისთვისაც. BREXIT-ის მეორე დღესვე ფუნტი დოლართან მიმართებით 30 წლიან მინიმუმამდე დაეცა და წლის განმავლობაში საკუთარი ღირებულების 17% დაკარგა.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისა და მისი შედეგების ფონზე 17%-ით დაეცა მექსიკური პესოს ღირებულებაც. ადგილობრივი ვალუტის დასახმარებლად ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ნოემბერში საპროცენტო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო.
რეიტინგის ბოლო პოზიციაზე ვენესუელა. ქვეყანა მწვავე ეკონომიკურ კრიზისშია, ქვეყანაში დეფიცტურია სამედიცინო საშუალებები და პროდუქტების ნაწილი. სავალუტო ფონდი კი ქვეყანაში 1600%-იან ინფლაციას ელოდება. არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ წელს 70%-ზე მეტად გაუფასურდა.
რაც შეეხება ქართულ ლარს, - ის გამოცემის რეიტინგში ვერ მოხვდა, თუმცა წლის დასაწყისიდან მან დოლართან მიმართებით საკუთარი ღირებულების 14% დაკარგა.