Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუბლის ბრუნვა გასამმაგდა

BM.GE
11.10.22 18:19
205
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. IDFI-ის მონაცემებით, რომელიც საქართველოს ცენტრალური ბანკს ეყრდნობა, 2022 წლის მეორე კვარტალში ქართულმა ჯიხურებმა 950 მილიონი რუბლი იყიდეს, რაც 45 მილიონი ლარის ტოლია. ეს თანხა წინა წლის მაჩვენებელს სამჯერ აჭარბებს. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გააქტიურებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების განკარგვაში არსებული ფინანსების ზრდას. 24 თებერვლიდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 45 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გახსნა. როგორია მიგრაციის ეფექტი სავალუტო შემოსავლებში? 

სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day