"ვარსკვლავური ომების" ახალმა ფილმმა გამოსვლიდან პირველივე ვიქენდზე 290 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 155 მილიონი დოლარი - ფილმმა კინოგაქირავებიდან ამერიკიდან და კანადიდან მიიღო. უნდა ითქვას, რომ გასულ წელს გამოსულმა „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ფილმმა პირველ კვირაში 529 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეკორდი დაამყარა.
20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ახალმა სერიამ ბრიტანეთში, რუსეთში დაახლოებით 6,5 მლიონი. ფილმი ჯერ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში არ გამოსულა.
"ვარსკვლავური ომების" პირველი სერია 1977 წელს გამოვიდა.