Home
Category
TV Live Menu

ვაშლები პირველ ეტაპზე სკოლების 0.48%-ში დარიგდება

59b8e9bf93895
თათია ჩაფიჩაძე
13.09.17 12:16
860
ვაშლებს პროგრამა მოქმედი 2085 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 10 სკოლისთვის, ანუ საერთო რაოდენობის 0.48%-თვის დარიგდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვაშლების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ვაშლები თბილისის 10 სკოლაში კვირაში ერთხელ დარიგდება, რისთვისაც პირველ ეტაპზე 260 000 ცალი ვაშლის შესყიდვაა საჭირო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 ათასი ლარია. პროგრამის იდეის ავტორი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა, პროგრამის მიზანი კი სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day