Home
Category
TV Live Menu

ვასილ ხორავა: საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი ძალიან კონკურენტულია

576b7af96cf67
BM.GE
23.06.16 09:57
1726
„საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი ძალიან კონკურენტულია“, - განაცხადა "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება ხდება და ამ პერიოდის განმავლობაში ფასის დაკორექტირება მოხდა საქართველოშიც.

ვასილ ხორავას განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს კომპანია „ვისოლის“ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ გამოუტანია, თუმცა როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, „ვისოლისთვის“ სააგენტოს გადაწყვეტილება მიუღებელია, რის გამოც მისი გასაჩივრებაც მოხდა.

ხორავას განცხადებითვე, ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენციიდან გამომდინარე, სხვადასხვა კომპანიების ფასები ერთმანეთთან ახლოს დგას. „საქართველოში კომპანიები მოგების მინიმალურ მარჟაზე მუშაობენ“, - აცხადებს ხორავა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანია „სოკარის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სასამართლომ ძალაში დატოვა, თუმცა კომპანია მის შემდგომ ინსტანციებშო გასაჩივრებას გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day