Home
Category
TV Live Menu

ვატო ლეჟავა: დღევანდელი გაცვლითი კურსის ცვლილება აჟიოტაჟური და ემოციურია

576d33b2e529e
BM.GE
24.06.16 17:17
1148
"დღევანდელი რეაქციები რაც არის გაცვლით კურსზე მგონია ემოციური, მოკლევადიანი და აჟიოტაჟური, რაც ცოტა ხნის შემდეგ კალაპოტში დაბრუნდება“, - განაცხადა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ. მისივე თქმით, კურსის დღევანდელი ცვლილება სტრუქტურული ხასიათის არაა.
 
"ორი ქართული ბანკია ლონდონის ბირჟაზე კვოტირებული და შესაძლებელია ეს იყოს ლოგიკური კავშირში. სხვაგვარად ჩვენი ეკონომიკა ფუნტზე დამოკიდებული არაა.

ბრიტანეთი არის თავისუფალი სამყაროს ნაწილი და გაერთიანებაც გაერთიანების დატოვება ხდება დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მიხედვით. ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა, თუმცა ესეთი რამ ევროკავშირის დიდი წევრის მიერ არ მომხდარა და ამ თვალსაზრისით არის რეზონანსული.

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება იქნება გრძელვადიანი პროცესი და ეს არ მოხდება ერთი დღის განმავლობაში. ამას რაიმე დრამატული გავლენა არც ევროკავშირის ეკონომიკაზე ექნება და არც გლობალურ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ლეჟავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day