თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა გახდა. აქამდე ვატო ლეჟავა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი და ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
დღესვე თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის თანადებობა გურამ ჩიქოვანმა დატოვა. ჩიქოვანი უნივერსიტეტში მოღვაწეობას პროფესორის რანგში განაგრძობს. აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ კი თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.