"ყველა მსხვილ და საშუალო ბანკეს გადალახული აქვს ეს ზღვარი", - ამის შესახებ "თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე სებ-ის ინიციატივით კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განარტებით, ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვარი 12 მილიონიდან 50 მილიონამდე იზრდება.
ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, საფინანსო ბაზრის ძირითად მოთამაშეებს ეს ზღვარი გადალახული აქვს, შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საბანკო სექტორისთვის არამატერიალური იქნება.
"ერთია საკანონმდებლო მოთხოვნა, მაგრამ იმისათვის, რომ ბანკმა იმოქმედოს მინიმუმ 200-300 მილიონი ლარის ინვესტიციაა საჭირო. 10 ყველაზე დიდი ბანკის მთლიანი აქტივები შეადგენს მთლიანი საბანკო სექტორის 95%-ზე მეტს. აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა საბანკო სექტორისთვის არამატერიალური იქნება. ფაქტობრივად, ყველა მსხვილ და საშუალო ბანკს გადალახული აქვს ეს ზღვარი", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.