Home
Category
TV Live Menu

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუჯეტის დეფიციატია

581a07591976f
BM.GE
02.11.16 19:32
989
"ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუჯეტის დეფიციატია", - ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია, თუმცა აღნიშნული დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა პარამეტრების ბიუჯეტს დაამტკიცებს საბოლოოდ პარლამენტი.

"ვფიქრომ, რომ მოგების გადასახადის რეფორმა პოზიტიურია და გრძელვადიან პერიოდში დადებით შედეგს მოიტანს.

6%-იანი დეფიციტი, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მოლოდინია, რომ აღნიშნული ციფრი შემცირდება.

საქართველოს საბანკო სექტორი სავალუტო კრიზისიდან საუკეთესოდ გამოვიდა. შესაბამისად თუ შევედრებით რეგიონალური ქვეყნების საბანკო ქვეყნებს საქართველოში არის საუკეთესო სისტემა. რაც შეეხება დედოლარიზაციას, ესაა გრძელვადიანი პროცესი და არ შეიძლება ერთ დღეში გადაწყდეს. ის ინიციატივები რაც აქვს ეროვნულ ბანკს ხელს შეუწყობს პროცესს, თუმცა დამატებით ღონისძიებებიც იქნება საჭირო", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day