Home
Category
TV Live Menu

ვეფხისტყაოსანი კორეულ ენაზე გამოიცა

572dbec00ba32
BM.GE
07.05.16 14:03
1268
კორეაში, ქ. სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.

ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქ. სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.

ვეფხისტყაოსნის კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day