ვეიპ ბარების ქსელი "ღრუბელი" თბილისის შემდეგ ბათუში გაიხსნება. ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ზაფხულის სეზონისთვის აჭარის კურორტზე "ღრუბელი ლაუნჯი"გაიხსნება.
კომპანია აპირებს, რომ სამომავლოდ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იყოს წარმოდგენილი.
მთლიანობაში ვეიპ ბარების ქსელში ჩადებული ინვესტიცია მილიონ-ნახევარს აჭარბებს.
კომპანიას 3 ვეიპ-ბარი უკვე აქვს გახსნილი თბილისში, ამასთან, კომპანიის სტენდი წარმოდგენილია სასტუმრო "ამბასადორში".
"ბუნებრივია, გვაქვს განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც ღრუბელის მაღაზიების გახსნას ასევე განვითარებას სასტუმროებში და რესტორნებში ღრუბელის სტენდების მიმართულებით, რაც ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში ღრუბელი ყველა დიდ სასტუმროში იქნება წარმოდგენილი.
ღრუბელის სტენდი შეგხვდებათ სასტუმრო „ამბასადორშიც“, სადაც როგორც შეძენა ასევე ღრუბელის ქირაობა და ადგილზე დაგემოვნებაა შესაძლებელი.
"ღრუბელში” სხვადასხვა არომატის ორთქლის სიგარეტებია წარმოდგენილი, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან ექსკლუზიურად შემოგვაქვს",- აცხადებენ კომპანიაში.
"ღრუბელში" აცხადებენ, რომ ორთქლის სიგარეტზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ნელ-ნელა იზრდება.
"საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ეწეოდა ელექტრო სიგარეტს და მათ ძალიან გაუხარდათ ჩვენი მაღაზიების გახსნა. ასევე საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც დაანება მოწევას თავი და ღრუბელზე გადმოვიდა. ჩვენი მთავრი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს და მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებების ხელმისაწვდომი და ჯანსაღი გზა შევთავაზოთ",- აცხადებენ კომპანიაში.