გერმანულმა ავიაკომპანიამ Luftansa განაცხადა, რომ ვენესუელაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 18 ივნისიდან შეწყდება.
ავიაკომპანიის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული სვალუტო კონტროლის გამო, კომპანია ვერ ახერხებს არსებული შემოსავლის დოლარში კონვერტირებას ან მის საზღვარგარეთ გადარიცხვას. ასევე ავიაკომპანიის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ვენესუელას რეისებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.
ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა ეკონომიკური სიტუაციის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა მიაყენა, რადგან ნავთობი მის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორს წარმოადგენდა.