Home
Category
TV Live Menu

ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 40%-ით, თვეში 67 დოლარამდე გაიზარდა

581304898316d
BM.GE
28.10.16 11:53
1115
ვენესუელას პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მინიმალური ხელფასის მატების შესახებ, - ქვეყანაში თვიური მინიმალური ანაზღაურება 40%-ით, 67 დოლარამდე გაიზარდა.

ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა ჰიპერინფლაციას განიცდის და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის სავალუტო ფონდი, მომდევნო წელს ქვეყანაში ინფლაციის დონის კვლავ ზრდას ელოდება.

მიმდინარე წელს ვენესუელაში მინიმალური ხელფასი უკვე ოთხჯერ გაიზარდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ ოპოზიციური ლიდერის მიერ დაანონსებული გაფიცვა უძღვოდა, რომელშიც ქვეყნის კერძო სექტორს უნდა მიეღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან მოყოლებული ვენესუელა მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ნავთობზე შემცირებული ფასების ფონზე ქვეყანა ელექტორენერგიისა და საკვების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა გარკვეული პერიოდით სამუშაო დღეების რაოდენობაც შეამცირა.

Subscribe to our news

Get the main news of the day