Home
Category
TV Live Menu

ვენესუელაში ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი კვლავ სამუშაო დღეები გახდა

5762982178394
BM.GE
16.06.16 16:11
1252
ვენესუელას ხელისუფლებამ 5 დღაიანი სამუსაო კვირის პრაქტიკა, Guri კაშხალზე მიმდიანრე სამუშაოების დახმარებით აღადგინა. ამის შესახებ ვენესუელას ენერგეტიკის მინისტრმა ლუის მოტტა დომინგესმა ტვიტერზე დაწერა. ამის გათვალისწინებით, წინა პერიოდში დასვენების დღეებად გამოცხადებული ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი კვლავ სამუშაო დღეები გახდა, თუმცა მხოლოდ დღის პირველ საათამდე.
 
"კაშხალი Guri-ის დახმარებით ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი კვლავ სამუშაო დღეებია. დღის პირველ საათამდე", - დაწერა დომინგესმა.

ჰიდროელექტროსადგური გური, მსოფლიოში მეოთხეა სიმძლავრით და ვენესუელას მოსახლეობის 65%-ის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ახდენს. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 47 მილიარდი კილოვატ საათია.

Subscribe to our news

Get the main news of the day