Home
Category
TV Live Menu

ვენესუელაში შაქრის დეფიციტის გამო, კოკა-კოლას წარმოება შეწყდა

5743f475a65af
BM.GE
24.05.16 10:26
1509
ვენესუელაში შაქრის დეფიციტის გამო კოკა-კოლას წარმოება შეწყდა.
 
"შაქრის მწარმოებელმა კომპანიებმა გვითხრეს, რომ ქვეყანაში წარმოებას დროებით აჩერებენ. ეს გახდა ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზიც", - ციტირებს Bloomberg კოკა-კოლას პრეს-სპიკერის სიტყვებს. მისივე თქმით, კომპანია სახელმწიფო მიმწოდებლებთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კოკა-კოლა არ არის პირველი მსხვილი კომპანია, რომელიც ვენესუელაში ნედლეულის დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს. გასულ თვეს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომპანიამ Polar, რომელმაც ხორბლის ყიდვა ვერ შეძლო.

ვენესუელაში იანვრიდან საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობაა გამოცხადებული. ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში თან ახლავს მაღალი ინფლაცია, სხვადასხვა პროდუქციის დეფიციტი და ელექტროენერგიის შეზღუდვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day