Home
Category
TV Live Menu

ვერეს ხეობაში სასტუმროს ასაშენებლად ზონალური ნებართვა გაიცა

5a0ebc4cb4504
სალომე მეცხვარიშვილი
17.11.17 14:37
1235
ვერეს ხეობაში სასტუმროს ასაშენებლად ზონალური ნებართვა გაიცა. გადაწყვეტილება თბილისის მერიის აქრიტექტურის სამსახურის ზონალურმა საბჭომ მიიღო.

პროექტის მიხედვით, ადგილზე 10-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. განმცხადებელ ივანე თაბაგარს ადგილზე მინიმუმ 50-ნომრიანი სასტუმროს აშენება სურს.


ადგილზე სასტუმროს ასაშენებლად ზონალური ნებართვის გაცემას კომისიის 10 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი, 4 წინააღმდეგი იყო, ერთმა წევრმა კი შუალედური დასკვნა დადო.

მომხრეები აცხადებენ, რომ საკადასტრო მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია ზონალური ნებართვის გაცემა, რადგან "ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე (ბარაკები) ის სტიმულს მისცემს ერთიან არეალზე საინვესტიციო წინადადების წარდგენას".

კომისიის წევრები, რომლებიც არ იყვნენ თანახმა ადგილზე გაცემულიყო ნებართვა, მოითხოვდნენ დამუშავდეს გრგ. ამასთან, მათი თქმით, მიზანშეწონილია, ვერეს ხეობის ერთიანი კონცეფციით განვითარება.



Subscribe to our news

Get the main news of the day