Home
Category
TV Live Menu

ვერტმფრენების თურქულ კომპანიას მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

56c6eeb23598d
BM.GE
19.02.16 14:26
1058
მესტიაში "Heli-skiing" ტურების ორგანიზებასა და ტურისტული ჯგუფების მომსახურებას თურქული კომპანია GUNEYDOGU HAVACILIK ISLETMESIAS განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი მიმდინარე წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირების განხორციელების თაობაზე.
 
ვერტმფრენების კომპანია მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირებას ქართულ SkiGeorgia ჯგუფთან პარტნიორობით გეგმავს. ფრენები თურქული კომპანიის კუთვნილი ორი ერთეული Eurocopter AS 350 83-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

Heli-Skiing-ი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან დაკომპლექტებული მცირე ჯგუფების ვერტმრენებით გაუკვალავ თოვლში გადასხმას და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მათვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრები ტურების დაჯავშნას წინასწარ, ზამთრის სეზონის დადგომამდე ახდენენ.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე წელს მესამე განაცხადს აკმაყოფილებს. გერმანული HTM Helicopter Travel Munich GmbH-ისა და ავსტრიული Wucher Helikopter Gmbh-ის კუთვნილი ვერტმფრენები გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებენ.

 

Subscribe to our news

Get the main news of the day