Home
Category
TV Live Menu

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოოქროვილ ხატებს ყიდულობს

5a996b98b80e2
მეგი კავთუაშვილი
03.03.18 13:30
782
5 780 ლარის ღირებულების ხატები ვეტერანების საქმეთა სამსახურისთვის სპეციალურად იწერება. აღნიშნულ სამსახურში ამბობენ, რომ ხატებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების დროს ვეტერანებს გადასცემენ საჩუქრად. 120 ხატის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენიალია. ხის ჩარჩოში ჩასმული მართლმადიდებლური წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, ღვთისმშობლის, მაცხოვრის მოოქროვილი ხატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ინდ/მეწარმე რომან გოგოლაძე მიაწვდის.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სულ 73 ათასი ვეტერანია რეგისტრირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day