განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სპეციალურად მასწავლებლეისთვის უახლოეს პერიოდში ვიდეო მიმართვას გაავრცელებს. მინისტრმა თავის მესამე მიმართვაში სასკოლო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ სკოლამ ადამიანის „ბედნიერი ცხოვრებისთვის მომზადება“ უნდა უზრუნველყოს.
„ზოგ ქვეყანაში ამბობენ, რომ სკოლა არის შემდგომი განათლებისთვის მომზადების ინსტრუმენტი, მაგრამ უფრო ხშირად ამბობენ, რომ სკოლა არის სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისთვის მომზადების ინსტრუმენტი და მე მეორე შეხედულებას ვიზიარებ. ჩვენი სასკოლო რეფორმა ევროპულთან ინტეგრირებულია და ევროპაშიც ბატონობს მოსაზრება, რომ სკოლა იმისთვის არის რომ ბავშვი მომზადებული იყოს ცხოვრებისთვის. გამოდის, რომ ცოდნა კი არ ხდება მთავარი არამედ უნარი რომ თანამედროვე სამყაროში ბედნიერად იცხოვრო, იყო თვითრეალიზებული, მეგობრული და ა.შ.
მე ვფიქრობ რომ სკოლის მოვალეობაა ბედნიერი, სრულფასოვანი ადამიანი ჩამოაყალიბოს. მაგალითად, თუ იტყვი, რომ მარტო სწავლა და უმაღლესში ჩაბარებაა, მაშინ სპორტი და ხელოვნება შეიძლება მეორეხარისხოვნად მოგვეჩვენოს, როდესაც ბავშვი მაგალითად ქიმიურზე აბარებს. თუ გვსურს, რომ ადამიანი ბედნიერი ჩამოყალიბდეს, მან ემოციების გამოხატვა უნდა შეძლოს და ხელოვნება ამის კარგი საშუალებაა. ამიტომ ეს არის ადამიანის მომზადება ცხოვრებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.