Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვფიქრობთ, 2023 წელს ბათუმის აეროპორტი შეძლებს 2019 წლის მგზავრთნაკადის დაბრუნებას - თეა ზაქარაძე

BM.GE
08.12.22 15:05
135
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ბათუმის აეროპორტი მგზავრთნაკადის 2019 წლის მაჩვენებელს დაიბრუნებს, თუმცა თბილისის შემთხვევაში პანდემიამდელ მაჩვენებელზე გასვლა შესაძლოა გაუჭირდეს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით კი, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას გულისხმობს, პანდემიამდელი მაჩვენებლების აღდგენა რეალობაა. TAV Georgia-ის გენერალური მენეჯერი bmg-სთან ამბობს, რომ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ-მდე მგზავრით დახურავს წელს, რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქ მგზავრთნაკადი 620 ათასი იქნება. მხოლოდ ნოემბრის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ წელთან შედარებით 8% არის გაზრდილი, ბათუმში 30%-ით.

Subscribe to our news

Get the main news of the day