საზოგადოების დაყოფა კარგებად და ცუდებად პრიმიტიული და ძალიან სახიფათო გზაა. კარგად შევხედოთ საკუთარ თავს, ვიდრე სისტემას დავადანაშაულებდეთ. იქნებ ჩვენი სისუსტე და ნაკლოვანებაა გარემოსთვის საზიანო? რა გვაძლევს იმ ამპარტავნების საფუძველს, რომ გარემო დავადანაშაულოთ ყველაფერში? ჩვენ ხომ არ გვაქვს რაიმე ნაკლი, რომელსაც არ ვასწორებთ? იქნებ ჩვენი მცდელობებია არასწორი და შესაცვლელი?