რამდენიმე დღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა. „ლიბერთი ბანკთან“ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო შემოსავლებთან აკავშირებს, 2022 წლამდეა დადებული, თუმცა, იქამდე წლის ბოლოს, უკვე ახალი ტენდერი ახალი პირობებით გამოცხადდება. ითქვა ისიც, რომ „ლიბერთი ბანკი“ გარკვეულ დათმობებზე წავა, რას გულსიხმობს დათმობები და რა პირობებზე შეთანხმდენ ბანკთან?