დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აპლიკაცია ქართულ ტურისტულ კომპანიებს გაყიდვებში დაეხმარება.
„როდესაც რომელიმე ტურს უკეთებთ მარკეტინგს, ამას თქვენ მხოლოდ სიტყვიერად კი არ აკეთებთ, არამედ აპლიკაციის მეშვეობით - დაინტერესებულ პირს პრაქტიკულად აჩვენებთ და ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დავნერგავთ ამ ტექნოლოგიას, რათა ჩვენს სტუმრებს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვირტუალური რეალობის სათვალის შესაძლებლობებთან გაცნობის შემდეგ.
მადირიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური პროექტი კომპანია VRex Immersive-მა მოამზადა, ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის რეჟიმში გადასვლა. პროექტში გამოყენებული საქართველოს 100-ზე მეტი ტურისტული ადგილის შესახებ ვიდეო-რგოლი 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებით არის გადაღებული.