Home
Category
TV Live Menu

ვის ექნება საქართველოში მიწის ფლობის უფლება? - საკონსტიტუციო ჩანაწერი

59ca54d54b4b3
BM.GE
26.09.17 17:22
815
117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კონსტიტუცია ჩანაწერი გაკეთდა მიწის ფლობასთან დაკავშირებითაც.

კერძოდ: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულ პროექტში ჩანაწერი გაკეთებული იყო „მიწაზე“ და არა მხოლოდ „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე“.

Subscribe to our news

Get the main news of the day