Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Visa-ს და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა დაინერგება

BM.GE
05.05.23 09:22
83
თიბისისა და Visa-ს პარტნიორობით საქართველოში B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა - Visa B2B Connect დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa B2B Connect-ის, CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა მოაწერეს ხელი. Visa B2B Connect გადახდების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპერაციების განვითარებას და საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებას. 

ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა.


Subscribe to our news

Get the main news of the day